დაგვიკავშირდით

ლიდერსპორტ არენა, თბილისში პირველი მრავალპროფილიანი სპორტული ობიექტია. ჩვენი კომპანია მრავალი წლის მანძილზე არენა 1-ის სახელით ემსახურებოდა ერთგულ მომხმარებელს. 2023 წელს კომპანიაში განხორციელებული ცვლილებებისა და რებრენდინგის შედეგად, ჩვენს პარტნიორ ლიდერსპორტთან ერთად, უკვე განახლებული სახელითა და მრავალი ახალი სერვისით ვაგრძელებთ არსებულ და ახალ მომხმარებლებთან კომუნიკაციას. ჩვენი უნიკალური სპორტული კომპლექსი ერთ სივრცეში გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს ყველას, ვისაც სურს სპორტული და ფიზიკური აქტივობა თუ უბრალოდ სასიამოვნო განტვირთვა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი - ლიდერსპორტ არენა თბილისის ცენტრში მდებარეობს და გთავაზობთ სპორტულ ობიექტთა მრავალფეროვნებას ყველა ასაკისა და სქესისთვის. ლიდერსპორტ არენაში აღმოაჩენ ყველაფერს, რაც გჭირდება. ჩვენი განახლებული სპორტული ობიექტები და სერვისების სრულიად ახალი სპექტრი ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. განახლებული სერვისები და ობიექტები:

ჩვენს შესახებ

ღია და დახურული აუზები ვერანდით - მიიღეთ სასიამოვნო გამოცდილება ჩვენს განახლებულ საწყლოსნო ობიექტებზე. კომპლექსზე არსებული აუზები სრულად აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს.
თანამედროვე სტანდარტების ყინულის მოედანი - ჩვენი სპორტული კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა თანამედროვე სტანდარტების პირველი და ერთადერთი ყინულის მოედანია, რომელიც მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს მომხმარებლებს. ჩვენი ყინულის მოედანი განკუთვნილია, როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი მოციგურავეებისთვის. ჩვენთან შეგიძლიათ გამოსცადოთ საკუთარი შესაძლებლობები, როგორც ფიგურულ სრიალში, ასევე ყინულის ჰოკეიში გამოცდილი და კვალიფიციური ინსტრუქტორების დახმარებით.

ფიტნეს დარბაზი - ჩვენს კომპლექსში არსებული თანამედროვე ფიტნეს დარბაზი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებითა და ეკიპირებით, რაც უდიდეს შესაძლებლობას გაძლევთ ფიტნესის სფეროში დასახული მიზნების მისაღწევად.
ბოულინგის, სქვოშისა და სასროლეთის დარბაზები - გვესტუმრეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ჩვენს განახლებულ ბოულინგის დარბაზში. სქვოშის მოყვარულებს ჩვენი კომპლექსი სთავაზობს 2 თანამედროვე სქვოშის დარბაზს ინტენსიური თამაშებისთვის. გარდა ამისა, ლიდერპოსრტ არენას კომპლექსში განთავსებულია ორი ტიპის სასროლეთი, როგორც გამოცდილი სპორტსმენებისთვის, ასევე დამწყებებისთვის. გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები ცეცხლსასროლ და სპორტულ ტირში, ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური ინსტრუქტორების დახმარებით.

ჩვენს შესახებ

სპორტული ბარი და ცოცხალი მუსიკა - უგულშემატკივრეთ თქვენს საყვარელ სპორტულ გუნდებს და თვალი ადევნეთ სპორტულ თამაშებს პირდაპირ ეთერში ჩვენს სპორტულ ბარში - „ქომაგი“. ისიამოვნეთ სასმელების ფართო არჩევანით, უგემრიელესი საკვებითა და ცოცხალი მუსიკით.
საბავშვო სივრცე - ჩვენს კონპლექსში განთავსებული ბავშვების ახალი სივრცე გაძლევთ შესაძლებლობას მშვიდად დაკავდეთ სპორტული აქტივობით, სანამ ჩვენ თქვენი ბავშვების გართობაზე ვზრუნავთ.
პარკინგი - ერთგული ვიზიტორების მაქსიმალური კომფორტისთვის გამოყოფილია საპარკინგე სივრცე 50-მდე ავტომობილისთვის

სამუშაო სივრცე, სპორტული მაღაზიები, კაფეები და ველნესი - ჩვენი სპორტული კომპლექსი სცილდება სპორტისა და ფინტესის ფარგლებს. გთავაზობთ კომფორტულ საერთო სამუშაო სივრცეს, სადაც შეგიძლიათ მყუდრო გარემოში იმუშაოთ და განიტვირთოთ. ჩვენს სპორტულ მაღაზიებში აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ სპორტულ ეკიპირებას და ინვენტარს. სივრცეში ასევე განთავსებულია კაფეები მრავალფეროვანი საკვებითა და გამაგრილებელი სასმელებით.
გვესტუმრეთ ლიდერსპორტ არენაში, ჩვენთან ფიზიკური აქტივობა და განტვირთვა ყველასთვის შესაძლებელია. გამოსცადეთ საკუთარი შესაძლებლობები მრავალფეროვანი სპორტის სახეობებში, რაც მოტივცაციას მოგცემთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. მოხარულები ვართ გიმასპინძლოთ ყოველ დღე.

ჩვენს შესახებ

არ გადადოთ დაგვიკავშირდით.
ჩვენ გაგვიხარდება თქვენთან გასაუბრება.