დაგვიკავშირდით

ლიდერსპორტ არენას უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე სტანდარტების პირველი და ერთადერთი ყინულის მოედანი თბილისის ცენტრალურ უბანში. ყინულის მოედანი ზამთრის ამ სპორტის მოყვარულებსა და პროფესიონალ სპორტსმენებს მთელი წლის მანძილზე უწვეტ რეჟიმში ემსახურება. ყინულის მოედანი 2022 წლის ნოემბერში გაიხსნა და დღეს უკვე ათასობით მომხმარებელს მასპინძლობს. 2200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ყინულის მოედნის სიგრძე 54 მეტრს შეადგენს, ხოლო სიგანე 20 მეტრს.

ყინულის მოედანზე მომხმარებლის დაშვების მინიმალური ასაკია 4 წელი. მომხმარებლებს მოედანზე დახვდებათ ციგურები, სხვადასხვა დამხმარე ინვენტარი და აღჭურვილობა. მთელი დღის მანძილზე მოედანზე არიან ინსტრუქტორები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს. ყინულის მოედანი აღჭურვილია თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემით. გარდა სამოყვარულო და პროფესიონალური ციგურაობისა, აღნიშნულ სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზება. მოედნის ტერიტორიაზე განთავსებულია საოფისე სივრცეები და კაფე.

ყინულის მოედანი

არ გადადოთ დაგვიკავშირდით.
ჩვენ გაგვიხარდება თქვენთან გასაუბრება.