დაგვიკავშირდით

სპორტული ბარი - „ქომაგი“ ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს 400 კვ.მ ე.წ. ლოფტის სტილის მყუდრო სივრცეს სპორტული კომპლექსის 0 სართულზე. გარდა სპორტული ჩვენებებისა, სპორტული ბარი მომხმარებელს მრავალფეროვან მენიუს, ცოცხალ მუსიკას, გასართობ სამაგიდო თამაშებს და მყუდრო, უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. ბარი აღჭურვილია 1 დიდი პროექტორით, სადაც შესაძლებელია მთავარი სპორტული ღონისძიებების ყურება. პროექტორის წინ მოწყობილია 4 VIP ზონა, თითოეულ ზონაში მინიმუმ 5, მაქსიმუმ 10 მომხმარებლის მასპინძლობაა ერთდროულად შესაძლებელი. VIP ზონების დაჯავშნა ხდება წინასწარ, შერჩეული მენიუს მიხედვით. VIP ზონების გარდა, ბარი მომხმარებელს 10-მდე ბარის მაგიდას, რომელთა დაჯავშნა წინასწარ არ არის საჭირო და მენიუს შერჩევა ადგილზე ხდება. ბარის მაგიდების სივრცეში მოწყობილია პლაზმური ტელევიზორები მატჩების შეუფერხებლად ყურებისთვის.

ბარის სივრცეში განთავსებულია ამაღლებული სცენა, ცოცხალი მუსიკისთვის საჭირო შესაბამისი ტექნიკით. ასევე, ბარი მომხმარებლებს სთავაზობს დაკავდნენ სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით, როგორებიცაა ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და მაგიდის ჰოკეი. ბარის სივრცე განთავსებულია ბოულინგის დარბაზის მიმდებარედ, რაც უფრო მიმზიდველს ხდის გარემოს, როგორც ბოულინგის მოყვარულებისთვის, ასევე სპორტული ბარის მომხმარებლებისთვის. გარდა სპორტული ჩვენებებისა, ბარი მასპინძლობს ცოცხალი მუსიკის მოყვარულ სტუმრებს, კარაოკეებს, დაბადებისდღეებს და სხვა მსგავსი შინაარსის ღონისძიებებს. სპორტული ბარი მუშაობს ყოველ დღე 21:00-დან 02:00 საათამდე. ყოველდღიურად ბარი მასპინძლობს 90-დან 120-მდე სტუმარს.

სპორტული ბარი

არ გადადოთ დაგვიკავშირდით.
ჩვენ გაგვიხარდება თქვენთან გასაუბრება.
0322 11 22 21